საზოგადოება
15/09/2020

ნაძალადევის რაიონში 2 სკვერი მოეწყო

ნაძალადევის რაიონში, სამღერეთის ქუჩა N5-ში და გუდამაყრის ქუჩაზე (სანზონის N18 კორპუსის მიმდებარედ) ახალი სკვერები მოეწყო. ლოტკინის სკვერში ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები 1 850 კვ.მ ფართობზე შესრულდა, სანზონის სკვერში კი - 1 080 კვ.მ-ზე.

ორივე დასასვენებელ სივრცეში დამონტაჟდა საბავშვო გასართობი ატრაქციონები, მოეწყო სარწყავი სისტემა, გარე განათების ქსელი, ბალახის საფარი, ფილები, ბორდიური და საპარკე ინფრასტრუქტურა. ასევე, სამღერეთის ქუჩის სკვერში დამონტაჟდა დასასვენებელი პავილიონი.

ახალი სკვერები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა მიხეილ ყაველაშვილმა, დავით ჭელიძემ და ალექსანდრე ხუჯაძემ დაათვალიერეს.

„აქტიურად ვაგრძელებთ გამწვანებული სივრცეების კეთილმოწყობას. ამ სკვერებში არ არსებობდა საპარკე ინფრასტრუქტურა და ადგილობრივ მცხოვრებლებს არ ჰქონდათ დასასვენებელი სივრცე. ახლა უკვე სრულად კეთილმოწყობილია ორივე სკვერი და მოსახლეობაც კმაყოფილია“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

ორ მისამართზე სკვერების მოწყობისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 270 540 ლარი გამოყო.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023