საზოგადოება
18/08/2021

მზიურთან ახალი სპორტული მოედანი მოეწყობა - ტენდერი უკვე გამოცხადებულია

თბილისის მერია მზიურთან სპორტულ მოედანს განაახლებს.

მუნიციპალიტეტმა სპორტული ნაგებობის მშენებლობაზე 1.2 მლნ-იანი ტენდერი უკვე გამოაცხადა.

ტენდერის პირობების მიხედვით, განახლდება მზიურისა და ვაკე-საბურთალოს პოლიციის N1 განყოფილების მიმდებარედ მიწის ნაკვეთზე არსებული ხელოვნურსაფარიანი მოედანი.

პროექტი ითვალისწინებს არსებული მოედნის დემონტაჯს და ახლი მოედნის მოწყობას გაზრდილი პარამეტრებით. ასევე მოეწყობა 2 გასახდელი, ადმინისტრაციული სივრცე და ტექნიკური სათავსო.

თითოეულ გასადელში 3 საშხაპე იქნება განთავსებული, მათ შორის ერთი შშმ პირთათვის. არსებულ ტრიბუნებზე ძველი სკამები ახლით უნდა ჩანაცვლდეს, მოედანს გაუკეთდება
გარე ბილიკი.

ტენდერში წინადადების წარდგენა 1 სექტემბერს იწყება და 6 სექტემბერს სრულდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023