საზოგადოება
29/10/2020

მთავრობა კომუნალური გადასახადების 4-თვიან სუბსიდირებას 1-ელი ნოემბრიდან იწყებს

1-ელი ნოემბრიდან კომუნალურებს მოსახლეობას სახელმწიფო აუნაზღაურებს, - მთავრობა ანტიკრიზისული მხარდაჭერის გეგმის მესამე ტალღაზე აცხადებს.

"გეგმა ჩვენ უკვე დავაანონსეთ და მოიცავს როგორც ბიზნესის მხარდაჭერას, ასევე სოციალურ მხარდაჭერას ცალკეული ჩვენი მოქალაქეების, 1-ელი ნოემბრიდან 4 თვის განმავლობაში მოხდება კომუნალურების ანზღაურება იგივე პრინციპით, რაც იყო ანტიკრიზისული გეგმის პირველ ფაზაში", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამ პრინციპის მიხედვით, გადასახადი აუნაზღაურდება თითოეულ ოჯახს, რომელსაც ექნება 200 კილოვატამდე მოხმარებული ელექტროენერგია, ასევე 200 კუბურ მეტრამდე გაზის მოხმარება, ეს ითვალისწინებს წყლისა და დასუფთავების გადასახადის ანაზღაურებას.

"ეს არის ის მინიმუმი, რითიც დღეს სახელმწიფოს შეუძლია ჩვენს მოქალაქეებს მხარში დაუდგეს. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც პანდემიის და გლობალური კრიზისის გამო შემოსავალი დაკარგეს. გვესმის, რომ ბევრ ჩვენს მოქალაქეს მსგავსი მხარდაჭერა შეიძლება არ სჭირდება და უკვე დღეიდან მატ შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი განაცხადის საფუძველზე უარი განაცხადონ მთავრობის ამ მხარდაჭერაზე“, - განაცხადა პრემიერმა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023