საზოგადოება
03/03/2023

მთაწმინდაზე სპორტული ცენტრი შემოდგომაზე ამოქმედდება

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მოადგილეებთან ერთად ლადო ასათიანის ქუჩის #50-ში, სპორტული ცენტრის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

პროექტის დასრულების შემდეგ, სპორტულ ცენტრში განთავსდება ფიტნეს დარბაზი, კრივის რინგი, საკალთბურთო მოედანი, საშხაპეები და გასახდელები.

კახა კალაძის განცხადებით, აღნიშნული პროექტის განხორციელება მოსახლეობის სურვილი იყო.

„მთაწმინდის რაიონში, ლადო ასათიანის ქუჩაზე ვიმყოფებით, სადაც სპორტული ცენტრის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. აქ იყო სპორტული სკოლა, თუმცა, იმდენად ავარიული იყო, რომ შენობის აღდგენა ვერ მოხერხდა. ჩაუტარდა დემონტაჟი და ფაქტობრივად ახალი პროექტი ხორციელდება, სადაც ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა ეს სივრცე გამოიყენონ სხვადასხვა სპორტული ღონისძიებისთვის და სავარჯიშოდ. აქ იქნება საკალათბურთო მოედანი, სატრენაჟორო სივრცე. ყველაფერი, რაც შეიძლებოდა ამ შენობაში მოწყობილიყო, პროექტის სახით ხორციელდება. ზაფხულისთვის სამშენებლო სამუშაოები დასრულებული იქნება, დაიწყება შიდა სარემონტო სამუშაოები და შესაბამისად აღიჭურვება. აღნიშნული სამუშაოები შემოდგომისთვის დასრულდება. მოსახლეობის მოთხოვნა იყო, რომ აღნიშნული სივრცე მოწესრიგებულიყო, ჩვენი დაპირება იყო და რა თქმა უნდა, დაპირებას ვასრულებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ კულტურის, განათლების სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა და მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე. 

სპორტული ცენტრის მშენებლობა გასული წლის ივნისში დაიწყო.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023