საზოგადოება
12/08/2021

მსურველებს 4 დიდ ქალაქში ვაქცინაციის ცენტრებამდე სპეციალური ავტობუსები მიიყვანს

თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში სპეციალური ტრანსპორტი დაინიშნება, რომელიც მოქალაქეებს ვაქცინაციის ცენტრებამდე მიიყვანს,-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„რესპუბლიკური საავადმყოფო და მასთან აფელირებული სამედიცინო უნივერსიტეტის დიდი სივრცე, დღეში ცრის 4 500 ადამიანს. ეს არის თბილისში ჩატარებული აცრების დახლოებით 30%, ამიტომ რესპუბლიკური საავადმყოფოსკენ, ქალაქის სხვადასხვა კუთხიდან, ამაზე მუშაობს საკოორდინაციო შტაბი, დაინიშნება სპეციალური ავტობუსები – მივდივარ ვაქცინაციისთვის. ასევე დაინიშნება ტექნიკური უნივერსიტეტისკენ.

ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე საკმაოდ დიდი რაოდენობით აცრები წარმოებს, ინფექციურის, ბოჭორიშვილის საავადმყოფოს მიერ, ასევე იქნება იქ. ასევე იქნება ჰუალინგის ცენტრი, რომლიც 1 700 აცრას აწარმოებს დღის განმავლობაში. ასევე იქნება კავკასიის მედიცინის ცენტრისა და ბოკერიას კლინიკებისკენ. ჩვენ გადავეცით შტაბს სია ლოკაციების, სადაც თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში არის მთავარი ლოკაციები, ხოლო იქ, სადაც პოლიკლინიკები არის ძალიან ახლოს, ფეხითაც შეგიძლიათ, მიბრძანდეთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023