საზოგადოება
06/09/2021

მოპედების რეგისტრაცია 2022 წლის 1 მარტიდან სავალდებულო გახდება

მოპედების მძღოლებს მოუწევთ მოპედების რეგისტრაცია და ახალი ტიპის - AM კატეგორიის მართის მოწმობის აღება.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის განიხილა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა „საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

პროექტის თანხმად, მოპედები უთანაბრდება მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებს და მათზე გავრცელდება იგივე მოთხოვნები, რაც დადგენილია ნებისმიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისთვის.

შს მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის თქმით, მოპედების რეგისტრაცია 2022 წლის 1 მარტამდე იქნება ნებაყოფლობითი, ხოლო 2022 წლის 1 მარტიდან სავალდებულო.

კანონპროექტის მიხედვით, მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი გახდება.

ალექსანდრე დარახველიძის განმარტებით, ცვლილებების ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ასოცირების დღის წესრიგით ნაკისრი ვალდებულებების იმპლემენტაციაა, რის შედეგადაც, საბოლოო ჯამში, შესაძლებელი იქნება ქართული მართვის მოწმობის გადაცვლა ევროპული ქვეყნების მართვის მოწმობებში.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023