საზოგადოება
07/09/2023

"მიზანმიმართული კამპანიაა, რომ მშენებლობებს შეუტიონ, ქალაქის აღმშენებლობა დააზიანონ"

„ტენდენციაა, რომ მშენებლობებს შეუტიონ, ქვეყნის განვითარება, ქალაქის აღმშენებლობა დააზიანონ“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გლდანის პირველ მიკრორაიონში მიმდინარე ერთ-ერთი მშენებლობის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, თბილისის მერია არ გასცემს ისეთ ნებართვებს და არ ახორციელებს ისეთ განაშენიანებას, რაც შეიძლება ქალაქის ხვალინდელი დღისთვის დამაზიანებელი იყოს. 

„მე არ ვიცნობ აღნიშნული მშენებლობის შესახებ დეტალებს. გამიჭირდება ამაზე საუბარი, თუმცა გულწრფელად შეგიძლიათ გითხრათ ერთი რამ - სამშენებლო ნებართვა, რომელიც გაიცემა ჩვენი შესაბამისი სამსახურების მხრიდან, ყველა არის კანონიერი და ჯდება მოთხოვნებში. აქაც, დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი სუფთად და კანონიერად მიმდინარეობს. სისულელეა იმაზე საუბარი, რომ ამ კომპანიას ვინმე მფარველობს. ტენდენციაა, რომ მშენებლობებს შეუტიონ, ქვეყნის განვითარება, ქალაქის აღმშენებლობა დააზიანონ. ეს არის მიზანმიმართული კამპანია, რასაც ზოგი გამორჩენის მიზნით აკეთებს, რომ ინვესტორთან მივიდეს და ფული გამოსძალოს.

ქალაქის აღმშენებლობა, განვითარება, მშენებლობები, რომელსაც უდიდესი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, რა თქმა უნდა, გაგრძელდება და ამ ქალაქის ურბანული ინტერესები დაცული იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023