საზოგადოება
27/07/2021

მინისტრი: საქართველომ მსოფლიო რუკაზე კიდევ აჩვენა, რომ უნიკალური ისტორია და ბუნება აქვს

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას შეფასებით, UNESCO-მ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც საქართველოს 4 დაცულ ტერიტორიას, მტირალასა და კოლხეთის ეროვნულ პარკებს, კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა. 

მისი თქმით, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პერიოდში, როცა საქართველო, ისევე როგორც მსოფლიო, პანდემიას ებრძვის, რა დროსაც მნიშვნელოვნად დაზარალდა ტურიზმი. 

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმ პერიოდში, როდესაც ჩვენი ქვეყანა, ისევე როგორც მსოფლიო, ებრძვის პანდემიას და ტურიზმი განიცდის ყველაზე მეტ დარტყმას, სწორედ ასეთი გადაწყვეტილებით შევუქმნათ მომავალი ჩვენს ტურიზმს, შევუქმნათ სწრაფი აღდგენის გარანტია. ჩვენ კვლავ, მსოფლიო რუკაზე წარმოვჩნდით ქვეყანა, რომელსაც აქვს უნიკალური ტრადიციები, ისტორია, ბუნება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი კოლეგები, სამთავრობო გუნდი, დაცული ტერიტორიების სააგენტო, როგორც ფლაგმანი ამ პროცესების და რა თქმა უნდა სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტრო, ძალიან ბევრ რამეს აკეთებენ იმისთვის, რომ დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურა განვითარდეს. პირველ რიგში ეს ნიშნავს სამუშაო ადგილებს იმ ადამიანებისთვის, ვინც სახლობს ჩვენი ეროვნული პარკების მახლობლად, ვინც ქმნის იმ გარემოს, რომელსაც დიდი სიამოვნებით სტუმრობენ სხვადასხვა ქვეყნის ტურისტები, ეს ასევე ნიშნავს ეკოტურიზმის განვითარებას“,- აღნიშნა ნათია თურნავამ. 

ნათია თურნავას განცხადებით, ეკონომიკის სამინისტროს 10 წლიანი სტრატეგიის ერთ-ერთი ნაწილია სპეციალური მხარდაჭერის პროგრამები ეკოტურიზმისა და აგროტურიზმის განვითარების მიზნით.   

“ეს არის გრანტების პროგრამა, სესხების სუბსიდირების პროგრამა, რომელიც კიდევ უფრო მეტად დაეხმარება ადგილობრივ მოსახლეობას, რომ ასეთი უნიკალური ბუნების ძეგლების ირგვლივ გააშენონ მცირე სასტუმროები, მცირე ფერმერული მეურნეობები, კვების ობიექტები, ისეთი ობიექტები, რაც მოიზიდავს ჩვენთან საერთაშორისო ვიზიტორებს“,- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.  

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023