საზოგადოება
28/07/2021

მინისტრი: ქართული კინოინდუსტრიის განვითარებისთვის 40 მლნ დაიხარჯება

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა 10 წლიანი გეგმის წარდგენისას აღნიშნა, რომ ამ დროის განმავლობაში განხორციელდება უმაღლესი სახელოვნებო განათლების რეფორმა; ბიუჯეტი გაეზრდება უნივერსიტეტებს, კონსერვატორიას, სამხატვრო აკადემიას, თეატრალურ უნივერსიტეტს და ა.შ.

“არის პროფესიები, რომლებიც უნივერსიტეტში აღარ ისწავლება. პროფესიულ განათლებას სჭირდება ხელშეწყობა. გვინდა, რომ კულტურს სფეროში 30-მდე გამქრალი პროფესია აღდგეს. ასევე, ყურადღება მიექცევა სამეცნიერო საქმიანობას, რომელიც წინა ხელისუფლების დროს პრაქტიკულად ამოიძირკვა. ვვარაუდობთ, რომ 10 წლის თავზე ნაბიჯ-ნაბიჯ აღვადგენთ იმას, რაც წინა მთავრობის დროს იქნა დაკნინებული. ეს შეეხება, ლიტერატურას, საგამომცემლო საქმიანობას, თეატრს, მუსიკას ასევე სახვით ხელოვნებას და სალოტბარო სკოლების შექმნას, რო გავაგრძელოთ ის დიდი გზა, რასაც ანზორ ერქომაიშვილმა ჩაუყარა საფუძველი," – აცხადებს წულუკიანი. 

მისივე თქმით, ქართულ კინოს აქვს ეკონომიკაში დიდი წვლილის შეტანის შესაძლებლობა, რომელიც დღეს შეიძლება ითქვას არ არის გამოყენებული.

"ჩვენ არამხოლოდ ქართული კინომემკვიდრეობის დაცვაზე უნდა ვიფიქროთ, არამედ კინოინდუსტრიის განვითარებაზე და ვფიქრობთ განვახორციელოთ ერთ-ერთი ყველაზე დიდი 40 მლნ-იანი ინვესტიცია განვახორციელოთ,“ – აღნიშნავს კულტურის მინისტრი. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023