საზოგადოება
18/09/2020

მიხეილ ჭკუასელი პერუს რესპუბლიკის საპატიო კონსული გახდა

"ბიზნესპარტნიორის" თანაწამყვანი და ჩაის ქართული ბრედის „გურიელის“ დირექტორი მიხეილ ჭკუასელი პერუს რესპუბლიკის საპატიო კონსული გახდა. საკონსულო ოლქი, რომლის ფარგლებშიც ის დაკისრებულ ფუნქციებს შეასრულებს საქართველოს მთელ ტერიტორიას მოიცავს.

მიხეილ ჭკუასელის უფლებამოსილება 2020 წლის 15 სექტემბერს დაადასტურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

2020 წლის 16 სექტემბერს UNWTO-ს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე, რომელიც თბილისში სასტუმრო „ბილთმორში“ ჩატარდა, სწორედ მიხეილ ჭკუასელი წარმოადგენდა პერუს რესპუბლიკას.

პერუ ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგრამებისა და ბიუჯეტის კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანაა და აქტიურ როლს თამაშობს ორგანიზაციის საქმიანობაში.

უახლოეს დღეებში „ბიზნესპარტნიორი“ წარმოგიდგენთ ვრცელ ინტერვიუს მიხეილ ჭკუასელთან, რომელიც პერუსა და საქართველოს კულტურული, საგანამნათლებლო, სავაჭრო-ეკონომიკური, მათ შორის ტურისტული ურთიერთობებს გაღრმავებას და განვითარებას შეეხება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023