საზოგადოება
13/09/2023

მართვის მოწმობის აღების წესში ცვლილება შევიდა

მძღოლობის კანდიდატს, რომელმაც წარმატებით ჩააბარა თეორიული გამოცდა, უფლება აქვს პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე გავიდეს თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარებიდან, 30 კალენდარული დღის განმავლობაში, - ინფორმაციას საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო ავრცელებს. 
 
უწყების ცნობით, პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, მძღოლობის კანდიდატს ენიჭება 365 კალენდარული დღე პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის ჩასაბარებლად.
 
ცვლილებების მიხედვით, მძღოლობის კანდიდატი პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გასვლას, პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან არაუადრეს 15 დღის შემდეგ შეძლებს, ხოლო პირველადი გასვლისას გამოცდის უარყოფითი შეფასების შემთხვევაში, მომდევნო გასვლებს შორის სავალდებულო შუალედი არის 30 კალენდარული დღე.
Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023