საზოგადოება
24/11/2020

 მახათას მთაზე საქართველოს დრიფტის ეროვნული ჩემპიონატის ფინალი გაიმართა

22 ნოემბერს, მახათას მთაზე BMW Club Georgia-ს ორგანიზებით და სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის მხარდაჭერით, საქართველოს  საავტომობილო სპორტის ფედერაციის მიერ ლიცენზირებული დრიფტის სერიების - ეროვნული ჩემპიონატის ფინალი გაიმართა. 

2020 წელს პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებიდან გამომდინარე ჩემპიონატი სამ ეტაპად ჩატარდა. პირველი ეტაპი 22-23 აგვისტოს ხონის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ მოედანზე ჩატარდა და ნოდო კოდუას გამარჯვებით დასრულდა, ხოლო მეორე ეტაპი 26-27 სექტემბერს  უპრეცედენტოდ, ზღვის დონიდან 1700 მეტრზე - დიდგორის ბრძოლის მონუმენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა და მევლუდ მელაძის გამარჯვებით დასრულდა. მესამე ფინალური ეტაპი 21-22 ნოემბერს მახათას მთის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. ფინალურ შეჯიბრში ნოდო კოდუამ გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე ხეროდინაშვილი ორივე შეჯიბრში მეორე ადგილზე გავიდა რის გამოც ყველაზე მეტი ქულა ჰქონდა და ჩემპიონატის ლიდერი იყო. ამ სამი მრბოლელის ქულებს შორის განსხვავება მინიმალური იყო, რის გამოც ფინალურ ეტაპზე კონკურენციამ პიკს მიაღწია. სწრაფი სარბოლო მონაკვეთის და ფინალური კონკურენციის გამო ეს იყო ყველაზე მასშტაბური და სანახაობრივი შეჯიბრი, სადაც 30-ზე მეტმა პროფესიონალმა ავტომრბოლელმა მიიღო მონაწილეობა.

ჩემპიონატი საერთაშორისო მსაჯთა კოლეგიამ შეაფასა. ღონისძიების გენერალურმა სპონსორმა, სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა,  გამარჯვებულებს სოლიდური პრიზები გადასცა: 1 ადგილი - 500 ლიტრი, 2 ადგილი - 300 ლიტრი, 3 ადგილი - 200 ლ საწვავი.

დრიფტის სერიების მიზანია მიიზიდოს ავტორბოლის მოყვარულები უსაფრთხო ტერიტორიებზე და შეჯიბრებებზე და ამით შეამციროს ქუჩის სახიფათო რბოლები.

სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი 2018 წლიდან არის ჩართული ავტორბოლის განვითარების პროცესში, რაც დრიფტის შეჯიბრებების მიზანმა - საგზაო უსაფრთხოების ხელშეწყობამ მნიშვნელოვნად განაპირობა. აღსანიშნავია, რომ უსაფრთხოება სოკარის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის 5 სტანდარტის (გარემოს დაცვა, ახალგაზრდების მხარდაჭერა,  ქალთა გაძლიერება, შშმ პირების და ხანდაზმულების უფლებების რეალიზაცია და უსაფრთხოება)  შემადგენელი ნაწილია.  

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023