საზოგადოება
05/05/2023

"მაკდონალდსი" UEFA-ს 21 წლამდე ნაკრებთა 2023 წლის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ოფიციალური სპონსორი გახდა

"მაკდონალდს საქართველოსა" და "საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის თანახმად, "მაკდონალდსი" UEFA-ს 21 წლამდე ნაკრებთა 2023 წლის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ოფიციალური სპონსორი გახდა.

მემორანდუმს ხელი “მაკდონალდს საქართველოს” გენერალურმა დირექტორმა თენგიზ კაპანაძემ და “საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის” გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა მოაწერეს.

 გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, "მაკდონალდსის" აპლიკაციაში ერთგულ მომხმარებლებს  ჩემპიონატის თემატიკით სპეციალური თამაში დახვდებათ.

ტურნირისთვის შეიქმნება სპეციალური მენიუ, ყველასთვის საყვარელი ქეთო კი მომხმარებლებს ფეხბურთელის ფორმით მოემსახურება.

როგორც"კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" დამფუძნებელი თემურ ჭყონია აცხადებს, ქვეყანაში არსებობს არამარტო ფეხბურთელები, არამედ გულშემატკივრებიც.

"ჩვენი კომპანიები - "მაკდონალდსი","კოკა-კოლა" მაქსიმალურს გააკეთებს იმისთვის,რომ უსერიოზულესი პრომოუშენი გავუკეთოთ ამ თემას. ერთმანეთის დახმარებით, უდიდესი შედეგი უნდა მივიღოთ"-აცხადებს ჭყონია. 

"მადნოლადსი-საქართველოს" გენერალური დირექტორი თენგიზ კაპანაძე განმარტავს, რომ სპორტი ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია, ამავდროულად მნიშვნელოვანია ის სოციუმი,სადაც ის ოპერირებს.

"ბუნებრივია, ასეთ დიდ და მაღალი სტანდარტის ღონისძიებას ჩვენ გვერდზე ვერ ჩავუვლიდით. ჩვეთვის დიდი პატივია, რომ  ამ პროცესის თანამონაწილე ვიქნებით,"-აცხადებს კაპანაძე. 

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ის პარტნიორი, ვინც კი აქამდე გვყოლია. დღეს უნდა გამოვარჩიოთ კომპანია "მაკდონალდს საქართველო", დიდი მადლობა მინდა გადავიხადო მათ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიყოთ სანიმუშაო მასპინძლები. ყველა ის პროექტი, რაც დაგეგმილი გვაქვს "მაკდონალდსთან" ერთად წაადგება ტურნირს,"-აცხადებს “საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის” გენერალური მდივანი დავით მუჯირი. 

შეგახსენებთ, რომ UEFA-ს  გადაწყვეტილებით, 2023 წლის 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის 24-ე ჩემპიონატი ორ ქვეყანაში გაიმართება.

ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელებს საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებს. ჩემპიონატი მიმდინარე წლის 21 ივნისიდან - 8 ივლისის ჩათვლით საქართველოს სამ ქალაქში, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023