საზოგადოება
16/05/2023

ლიბერთის მხარდაჭერით თბილისში SPORTFEST 2023 გაიმართება

ლიბერთის მხარდაჭერით SPORTFEST 2023 - პირველი სპორტული ფესტივალი საქართველოში წელს 20-21 მაისს თბილისში, ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში ჩატარდება.

ლიბერთი SPORTFEST-ის მხარდაჭერით, საშუალებას აძლევს ნებისმიერი თაობის ადამიანს გაეცნოს სხვადასხვა სპორტის სახეობას, გაატაროს შაბათ-კვირა ღია სივრცეში და დაკავდეს მრავალფეროვანი აქტივობებით ოჯახთან თუ მეგობრებთან ერთად.

ფესტივალზე მოსულ, სპორტით დაინტერესებულ სტუმრებს დახვდებათ პავილიონის შიდა და გარე სივრცეები, რომელშიც მოწყობილი იქნება სხვადასხვა სპორტის სახეობის ზონები, სპორტ არენა, სცენა სხვადასხვა სპიკერებით, საბავშვო, გასართობი და კვების ზონები. სპორტული ფედერაციები, სკოლები, კლუბები, სავარჯიშო დარბაზები და მაღაზიები გასართობი აქტივობით და სიურპრიზით ეცდებიან ნებისმიერი ასაკის და ინტერესის სტუმარი დააკავშირონ სპორტთან.

ფესტივალზე ყველა ასაკის ადამიანს შეეძლება ჩაერთოს მეგობრულ და მხიარულ პაექრობებში. ფესტივალს დაესწრებიან გულშემატკივრებისთვის საყვარელი, ცნობილი სპორტსმენები. სპორტფესტის მიზანია შეკრიბოს ყველა თაობის ადამიანი და დააინტერესოს ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების წესით.

„ლიბერთისთვის სპორტფესტის მხარდაჭერა განსაკუთრებულად საინტერესოა, რადგან გვჯერა რომ აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და დანერგვა მნიშვნელოვანია როგორც მოზარდებსა და ახალგაზრდებში, ასევე უფროსი ასაკის ადამიანებში. იმედი გვაქვს, რომ სწორედ ეს ფესტივალი იქნება ის პლატფორმა და შეხვედრის ადგილი, სადაც ნებისმიერი ასაკის ადამიანი შეძლებს აღმოაჩინოს ახალი შესაძლებლობები, შეიძინოს ახალი მეგობრები და თანამოაზრეები. მადლობა გვინდა გადავუხადოთ ორგანიზატორებს ამ შესაძლებლობისთვის” - თამარ მეგრელიშვილი, ლიბერთის მარკეტინგის და კომუნიკაციების მიმართულების ხელმძღვანელი

“ბავშვობიდან სხვადასხვა სპორტში ვიყავი ჩართული. პროფესიულად არცერთი სპორტით არ ვარ დაკავებული, მაგრამ სხვადასხვა ფორმით სპორტის უამრავ სახეობასთან ვარ დაკავშირებული.

სპორტის სიყვარულმა შთამაგონა შემექმნა ისეთი რამ, რაც ერთის მხრივ შეკრებდა სპორტულ ორგანიზაციებს და სხვადასხვა დისციპლინებს, ადამიანებს, რომლებსაც სხვადასხვა გამოცდილება და შესაძლებლობები აქვთ, თუმცა მათ ერთი რამ - სპორტის სიყვარული აერთიანებთ.

მეორეს მხრივ კი მინდოდა ყველას ჰქონოდა საშუალება გასცნობოდა ამ სფეროს უფრო კარგად და ახლოს, თავი ამ ერთიანობის ნაწილად ეგრძნო.

შარშან პირველად ჩავატარეთ სპორტფესტი და სპორტულ აქტივობებში ყველა სიხარულით ერთვებოდა დიდიც და პატარაც. წელს გვინდა ისევ გადავაჭარბოთ სტუმრების მოლოდინს და დაუვიწყარი თავგადასავალი შევქმნათ,“ - რეზი პეტრიაშვილი, სპორტფესტის ორგანიზატორი.

20 და 21 მაისს აქტივობები დაიწყება 12:00 საათზე და 21:00 საათამდე გაგრძელდება. დასწრება თავისუფალია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023