საზოგადოება
02/11/2021

ლევან გოფოძე: "მწვანე ბარათების" ამოქმედება ვაქცინაციის ტემპს დააჩქარებს

რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი ლევან გოფოძე „მწვანე ბარათების“ ამოქმედების მომხრეა და აცხადებს, რომ აღნიშნული ვალდებულება ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპს დააჩქარებს.

„ამან შეიძლება ხელი შეუწყოს ვაქცინაციას. ქართველები ცოტა უცნაური ხალხი ვართ, მაგრამ არ არის ცუდი იდეა, იქნებ ამის ხათრით მაინც აიცრას ხალხი. ეს ჩემთვის ძნელი სათქმელია, თუმცა, მგონია, ცუდი იდეა არ არის,“ - აცხადებს გოფოძე.

მისივე განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალის უმრავლესობა, დაახლოებით 90%  აცრილია. „ჩვენთან პერსონალის გაფართოება, ანუ ახალი კადრები სწრაფად დაემატა, შესაბამისად, ჯერჯერობით, მთლიანი კადრის აცრა ვერ მოვასწარით, თუმცა, აცრილი თანამშრომელი ყოველდღიურად გვემატება,“ - აცხადებს გოფოძე.

შეგახსენებთ, ბოლო დღეებია ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უარესდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს საქართველოში კორონავირუსის 5 553 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 223 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 47 პაციენტი.

დღესვე, კომპანია „დიოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა თამაზ დაუშვილმა საქართველოს მთავრობას მიმართა და  „მწვანე ბარათების“ ამოქმედებისკენ მოუწოდა.

 

jandacva.ge

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023