საზოგადოება
05/08/2021

ლაშა ხუციშვილი: საჯარო მოხელეებს ხელფასი ყოველწლიურად უნდა გაეზარდოთ

ლაშა ხუციშვილი კვალიფიციური საჯარო მოხელეების ხელფასების ყოველწლიური ზრდის ინიციატივით გამოდის.

მინისტრი საკანონმდებლო დონეზე კონკრეტული წესების ჩამოყალიბების მომხრეა, რამდენადაც მიაჩნია, რომ კვალიფიციური კადრების საჯარო სექტორში არსებობა ეფექტური ბიუროკრატიისთვის მნიშვნელოვანია.

"საჯარო სამსახურის ეფექტურობა, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება და მაღალი და მდგრადი მიზნების მიღწევა შეუძლებელია ეფექტური ბიუროკრატიის, მაღალი კვალიფიკაციის კადრების საჯარო მოხელეების გარეშე. როდესაც ვსაუბრობთ გრძლევადინ მიზნების მიღწევაზე, აუცილებელია გარკვეული რესურსი მიიმართოს საჯარო მოხელეთა ხელფასების მოწესრიგებაზე", - განაცხადა ლაშა ხუშცილმა.

მისი განმარტებით, ეს სახელმწიფოს საშუალებას მისცემს საჯარო სექტორში კვალიფიციური კადრები შეინარჩუნოს.

"ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია საჯარო სექტორში ანაზღაურება დაუახლოვდეს კერძო სექტორში იმავე კვალიფიკაციის დასაქმებულთა ანაზღაურებას", - განაცხადა მინისტრმა.

ლაშა ხუციშვილმა ფინანსთა სამინისტროს 10-წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ კვალიფიციური მოხელის ხელფასის ზრდა არ უნდა გახდეს მუდმივი პოლიტიზირების საგანი ქვეყანაში და საკანონმდებლო დონეზე უნდა ჩამოყალიბდეს გარკვეული წესები თუნდაც ფორმულები რომლის მიხედვითაც ყოველწლიურად განხორციელდება კვალიფიციური საჯარო მოხელეების ხელფასების ზრდა და შენარჩუნებული იქნება კონკურენტუნარიანობა.

"შედეგად ჩვენ გვეყოლება სათანადო კვალიფიკაციის საჯარო სექტორი, უფრო მეტად ეფექტური ბიუროკრატია, რაც ქვეყნის ინსტიტუტების სიძლიერის მნიშვნელოვანია გარანტიაა", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023