საზოგადოება
29/12/2020

ქუთაისის შემოვლით გზაზე 2 ზოლიანი 12 კმ-იანი გზა გაიხსნა

ავტობანზე ქუთაისის შემოვლითი გზაზე მეორე, 2 ზოლიანი 12 კილომეტრიანი გზა გაიხსნა.

ამ დროისთვის უკვე აშენებულია ქუთაისის შემოვლითი გზის 40 კმ-იანი დამატებითი ორი ზოლი და სხვადასხვა მონაკვეთი ექსპლოატაციაში  ეტაპობრივად შევა.

„ზაფხულში გახსნილ 19 კმ-იან ოთხზოლიან მონაკვეთს დღეს დაემატა 12 კმ-იანი ოთხზოლიანი მაგისტრალი. უსაფრთხოების პირობების გათვალისწინებით, გზის 10 კმ-იან მონაკვეთზე ორმხრივი მოძრაობა დროებით გაიხსნება. შესაბამისად, დღეიდან, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალზე გადაადგილებისას გვერდს ავუვლით ქალაქ ქუთაისს, გადაადგილების დრო კი განახევრდება“, - აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის 41.3 კმ-იანი გზა დაყოფილი იყო 4 ლოტად. ახალი 2 ზოლის მშენებლობა რამდენიმე კვირაში დასრულდება, ყველა მონაკვეთის ექსპლოატაციაში სრულად შესვლის შემდეგ კი  4 ზოლიან გზაზე მოძრაობა ცალმხრივი იქნება.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023