საზოგადოება
06/08/2021

კოვიდპასპორტი ვაქცინაციიდან 9 თვის განმავლობაში იმოქმედებს

რას ემსახურება საიტი covidpass.moh.gov.ge, რომელიც ბოლო პერიოდში მოქალაქეების განსაკუთრებული ინტერესის ობიექტი გახდა? სოციალური ქსელების მომხმარებლებს აინტერესებს, რა დანიშნულება აქვს აღნიშნულ საიტს.

jandacva.ge-ეს ინფორმაციით, საუბარია საიტზე, რომელშიც, თავად ვებგვერდზე განთავსებული ინსტრუქციის თანახმად,  რეგისტრაციის ღილაკზე დაჭერის შედეგად პიროვნების მონაცემების გადამოწმება ხორციელდება სერვისების განვითარების სააგენტოსა და  საზღვრის კვეთის სახელმწიფო დეპარტამენტში (უცხო ქვეყნის მოქალაქეების იდენტიფიცირების მიზნით).

რეგისტრაციის წარმატებით დასრულების შემდეგ დაგენერირდება კონკრეტული მომხმარებლისთვის განკუთვნილი QR კოდი, რომელიც მომხმარებელს შეუძლია შეინახოს ტელეფონში, გადაუღოს სურათი, ამობეჭდოს ან შეინახოს სხვა ფორმით.

იმისათვის, რომ დაასკანეროთ QR კოდი, საჭიროა მობილური ტელეფონით შეხვიდეთ https://covidpass.moh.gov.ge მენიუ QR წამკითხველი და დაასკანეროთ შენახული QR კოდი. დასკანერების შემდეგ ტელეფონის ეკრანზე გამოვა შეტყობინება :

აღნიშნული პიროვნება აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, პიროვნების ფოტოსურათი (საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში) და ინიციალები.

ან: ნიშნული პიროვნება ვერ აკმაყოფილებს კრიტერიუმებს (წითელი შეფერილობით).

რაც შეეხება Covid პასპორტით მოქმედების ვადებს:

Covid-19 საწინააღმდეგო ვაქცინის ნაწილში კოვიდპასპორტი მოქმედებს 9 თვის განმავლობაში იმ დღიდან, როდესაც მეორე დოზის მიღებიდან (Johnson – ის შემთხვევაში საკმარისია ერთი დოზა) 14 დღე გავა.

კოვიდპასპორტი ასევე მოქმედია 6 თვის განმავლობაში მას შემდეგ, რაც Covid-19 დადასტურებიდან გასულია 14 დღე.

Covid-19-ზე უარყოფითი PCR ტესტის პასუხი, მოქმედებს ჩატარებიდან 72 საათის განმავლობაში.

Covid-19-ზე უარყოფითი ანტიგენის (სწრაფი ტესტი) ტესტის პასუხი, მოქმედებს ტესტის ჩატარებიდან 24 საათის განმავლობაში.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში jandacva.ge-ს განუცხადეს, აღნიშნული საიტი სატესტო რეჟიმში მოქმედებს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის პაატა იმნაძის განმარტებით, ესაა იმ ელექტრო კოვიდპასპორტის მსგავსი სისტემა, რომელსაც ბევრ ქვეყანაში უკვე გამოიყენებენ.

მისი თქმით, დღეს უკვე ყველა აცრილ მოქალაქეს შეუძლია მიიღოს QR კოდით საკუთარი აცრების ისტორია, და სწორედ ამ სისტემის ანალოგი იქნება ელექტროპასპორტი.

მისივე განმარტებით, აღნიშნული პასპორტის ერთერთი ფუნქცია იქნება პირის სტატუსის (აცრა, კოვიდის გადატანა, ტესტის პასუხი) განსაზღვრა იმ შემთხვევისთვის, თუ საკოორდინაციო საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას, შიდა სივრცეებში – რესტორნებში, წვეულებებზე და ა.შ. – მხოლოდ აცრილი ან გატესტილი პირები დაიშვან.

დაუჭერს თუ არა საკოორდინაციო საბჭო მხარს აღნიშნულ ინიციატივას, სამშაბათს უნდა გახდეს ცნობილი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023