საზოგადოება
08/12/2020

კოვიდ კლინიკებს ორ დღეში „ჯეოჰოსპიტალსის“ ორი ახალი ლოკაცია ემატება

„ჯეოჰოსპიტალსი“ ორ დღეში ბორჯომის და მარნეულის ლოკაციებს დაამატებს, - ამის შესახებ „ჯეო ჰოსპიტალსის“ დირექტორმა ზურაბ ქიტოშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სიტუაცია სტაბილურობის ფაზაში შედის, რადგან ჯანდაცვის სექტორის - როგორც კერძო ბიზნესის, ისე სახელმწიფოს მხრიდან ურთიერთშეთანხმებული ნაბიჯების შედეგად მოხდა ვითარების დასტაბილურება.

„მოხდა ჯანდაცვის სექტორში არსებული პრობლემების კონსოლიდირებული შედეგების ანალიზი, თუ რა გამოწვევების წინაშეა დღეს სექტორი. სიტუაცია სტაბილურობის ფაზაში შედის, რადგან ჯანდაცვის სექტორის, როგორც კერძო ბიზნესის, ისე სახელმწიფოს მხრიდან მოხდა ურთიერთშეთანხმებული ნაბიჯების შედეგად სიტუაციის დასტაბილურება. თავისმხრივ, კერძო სექტორი აგრძელებს დამატებითი საწოლფონდების მობილიზებას. ჩვენ წარმოვადგენთ „ჯეოჰოსპიტალს“.

ორ დღეში კიდევ ვამატებთ ბორჯომის, მარნეულის ლოკაციებს. აქტიურად ვართ ჩართული ონლაინ-კლინიკებში და ამბულატორიული სერვისების მიწოდებაში და კვლავ ვინარჩუნებთ იმ გადაუდებელ მიღებას, რომელიც ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სექტორში. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ რაღაც დონეზე, დასტაბილურებულ ფაზაში და მცდელობების დაუღალავად გაგრძელების ფონზე შევძლებთ სიტუაციასთან გამკლავებას, თუმცა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, მოსახლეობის მხრიდან აუცილებელი უსაფრთხოების ნორმების დაცვა. კერძო სექტორი ამ გამოწვევას გავუძლებთ, მხოლოდ ერთობლივად“, - განაცხადა ზურაბ ქიტოშვილმა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023