საზოგადოება
23/11/2020

ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

მუხათგვერდის ქუჩაზე, აღმაშენებლის ხეივნიდან ფარნავაზ მეფის გამზირისა და 100 ათასი მოწამის ქუჩის კვეთამდე, გზის რეაბილიტაცია განხორციელდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, დაგეგმილი სამუშაოებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 24 ნოემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით, მუხათგვერდის ქუჩაზე ავტომობილების გადაადგილების სქემა დროებით შეიცვლება.

ტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელი იქნება ფარნავაზ მეფის გამზირის, გიორგი ბალანჩინის ქუჩის, მირიან მეფის ქუჩისა და დავით აღმაშენებლის ხეივნის გავლით.

სამუშაოების წარმოების პერიოდში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტიც შეიცვლება. კერძოდ, N84 ავტობუსი დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩიდან ფარნავაზ მეფის გამზირის გავლით გადაადგილდება, ხოლო შემდგომ, სვლას დადგენილი მარშრუტით განაგრძობს. ავტობუსი უკუმიმართულებითაც იმავე მარშრუტით იმოძრავებს.  

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023