საზოგადოება
05/07/2021

ხაშურში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა 2021 წლის შემოდგომაზე დასრულდება

ხაშურში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა 2021 წლის შემოდგომაზე დასრულდება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით,პროექტიითვალისწინებს სტადიონის ხელოვნურსაფარიანი მოედნის, ორი ათას მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნების, სპორტული განათების, დამხმარე ნაგებობების, სარწყავი სისტემის, საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობასა და სხვა აუცილებელი სამუშაოების ჩატარებას, სტადიონის მიმდებარედ მოეწყობა ღია ავტოსადგომიც.
 
„სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვდგამთ ქვეყნის მასშტაბით და ამ კუთხით წელს დაწყებული სამუშაოები გამორჩეულია. მხოლოდ დიდ პროექტებს თუ შევეხებით, ოთხი სპორტ-კომპლექსისა და ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზის მშენებლობა დაიწყო ქუთაისში, ახალციხეში, ზუგდიდსა და რუსთავში, რაც შესანიშნავი შესაძლებლობაა სპორტით დაინტერესებული ყველა თაობის ადამიანისთვის. სასიხარულოა, რომ მალე კარგი სტადიონი ექნება ხაშურს და დარწმუნებული ვარ, ყველა მუნიციპალიტეტში, ამ სახის ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვანი სტიმულია ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისთვის.“ - აღნიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.
 
 პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ახორციელებს, მისი ღირებულება 6.5 მილიონი ლარია.
Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023