საზოგადოება
29/08/2020

ქართულ ჯარს Toyota Land Cruiser-ის საამბულატორო ავტომობილები მოემსახურება

თავდაცვის სამინისტრომ სამედიცინო დანიშნულების მაღალი გამავლობის ახალი ავტომანქანები შეიძინა. Toyota Land Cruiser-ის მაღალი გამავლობის „ამბულანსები“ ქართულ ჯარს მოემსახურება.

თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი სამედიცინო ავტომობილები თავდაცვის ძალების სხვადასხვა სარდლობაში გადანაწილდება. 

ქვედანაყოფები Toyota Hilux ტიპის პიკაპებითა და Toyota Land Cruiser-ით აღიჭურვა.

ახალი პროექტის მიხედვით, მოძველებული საბჭოთა წარმოების სპეც-ტექნიკა თანამედროვე, მსოფლიო და ევროპული ლიდერი კომპანიების - გერმანული MAN-ის, იტალიური IVECO-ს და ამერიკული FORD-ის სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ჩანაცვლდება.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სულ თავდაცვის სამინისტრო 500-ზე მეტ ერთეულ სპეციალური დანიშნულების ტექნიკას შეიძენს. აღნიშნული პროექტი ჯარის ავტოტექნიკით დაკომპლექტებასა და თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023