საზოგადოება
29/12/2021

კალაძე პარკირების გადასახადზე: აბსურდია მტკიცება, თითქოს ₾50-იანი აბონემენტი ₾800 ხდება

კახა კალაძის განცხადებით, აბსურდია მტკიცება, რომ თითქოს 50-ლარიანი აბონემენტი ხდება 800 ლარი.

ქალაქის მერი დეზინფორმაციას უწოდებს ოპოზიციის გავრცელებულ განცხადებებს, რომ თითქოს 50 ლარის ნაცვლად პარკირება ხდება 800 ლარი. ვფიქრობ, ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხდება.

"გუშინ საკრებულოში განიხილეს ეს საკითხი და დაამტკიცეს კიდეც, კიდევ ერთხელ გაკეთდა დეტალური განმარტებაც. ჩვენ ქალაქში გვაქვს ორი ტიპის პარკირების სიტემა - ერთია ზონალურ-საათობრივი, რომელიც ახლა ინერგება და ასევე, საათობრივი საფასურის გარეშე არის 50-ლარიანი წლიური სააბონემენტო გადასახადი, რომელიც მოქმედებს იმ კონკრეტულ ლოკაციებზე, სადაც ზონალურ-საათობრივი პარკირება არ არის. ადამიანი იხდის 50 ლარს და მუნიციპალური საპარკინგე ადგილების გამოყენება შეუძლია წლის განმავლობაში, მაგრამ ეს არ ვრცელდება ზონალურ-საათობრივ პარკირებაზე.

რაც შეეხება ზონალურ-საათობრივ პარკირებას, არსებული 1-ლარიანი გადასახადის გარდა, დავამატეთ სხვა სააბონემენტო პაკეტებიც, რაც ძირითადად ბიზნესორგანიზაციებისთვისაა განკუთვნილი. ბიზნესსექტორის მხრიდან იყო თხოვნა, რომ თავიანთი თანამშრომლებისთვის შეესყიდათ ასეთი პაკეტები და თუ ადამიანი დათვლის, დღის განმავლობაში და წლის ჭრილში მოქალაქეს, რომელიც ყოველდღიურად მიდის სამსახურში და უწევს ზონალურ-საათობრივი პარკინგით სარგებლობა, რა ხარჯი აქვს, ამის გათვალისწინებით, ეს პაკეტები ბიზნესსექტორისთვის მისაღებია.  ვისაც აქვს სურვილი, იყიდის, ვისაც არა, არანაირი  ძალდატანება არ იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023