საზოგადოება
09/02/2023

კალაძე ე.წ. კადეტთა კორპუსზე: ეს არ არის მხოლოდ რეაბილიტაცია, გარემონტებულ ბინებს ვაბარებთ

თბილისის განვითარების ფონდი პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ე.წ. კადეტთა კორპუსის რეაბილიტაციას ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოებს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე თავის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

კახა კალაძის განცხადებით, პროექტი 2024 წლის ზაფხულში დასრულდება.

„მთაწმინდის რაიონში კიდევ ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ეს არის კადეტთა კორპუსი. გარკვეული ნაწილის დემონტაჟი გახდა საჭირო, რადგან რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა. დანარჩენი ნაწილი შენარჩუნდა და ავთენტურად პირვანდელი სახით აღდგება. თითოეულ დეტალს, ორნამენტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ეს ყველაფერი შენარჩუნდება. 90-მდე ოჯახი ქირით გვყავს გაყვანილი და მომავალი წლის ზაფხულში მთლიანად დასრულდება სამუშაოები. ეს არ არის მხოლოდ რეაბილიტაცია, გარემონტებულ ბინებს ვაბარებთ. ბოლოს კი ეზო მოწესრიგდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი პაპავა, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე, პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრები.

კადეტთა კორპუსის შენობა XIX საუკუნის მნიშვნელოვან არქიტექტურულ ობიექტს წარმოადგენს. თბილისის მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს შენობის აღდგენას ძველი იერსახის შენარჩუნებით, ახალი მიშენების მოწყობას, ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას, მათ შორის, შენობის ავარიული შუა ფლიგელის დემონტაჟს და მის ნაცვლად ახალი მონოლითური კონსტრუქციის მშენებლობას, ლაღიძის ქუჩის მხარეს არსებული ფლიგელის კონსტრუქციულ გამაგრებას.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ავარიული კედლების გადაწყობა და კონსტრუქციული გამაგრება, ხოლო ავარიული ღიობების მოჩარჩოება და მზიდი კედლების გამაგრება დასრულდა.

კადეტთა კორპუსის ისტორია 1871 წლიდან იწყება, როდესაც ქალაქში დაწყებითი სამხედრო სკოლა გაიხსნა. სამხედრო სასწავლებლების შესახებ კანონის თანახმად, თბილისის კადეტთა კორპუსს გენერალი ან პოლკოვნიკი ხელმძღვანელობდა. სასწავლებელში იღებდნენ სხვადასხვა სოციალური ფენისა და ეროვნების წარმომადგენლებს. დროთა განმავლობაში კადეტთა რიცხვი იზრდებოდა. 1914 წლისთვის მათმა რაოდენობამ 421 სტუდენტს მიაღწია. შენობა კი 350 ადამიანზე იყო გათვლილი, შესაბამისად, ახალი შენობის აგების გადაწყვეტილება მიიღეს. კადეტთა კორპუსმა ფუნქციონირება 1918 წელს შეწყვიტა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023