საზოგადოება
15/02/2023

კახა კალაძემ წყნეთის გზატკეცილზე მიმდინარე მშენებლობის შეჩერების დავალება გასცა

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მის მოადგილეს და მუნიციპალურ ინსპექციას წყნეთის გზატკეცილზე უსაფრთხოების სტანდარტის დარღვევით მიმდინარე მშენებლობის შეჩერება და იქ განთავსებული ამწის დემონტაჟი  დაავალა. 

კახა კალაძის თქმით, ობიექტზე  ამწის საშუალებით მოძრავი ტვირთი იქვე არსებული სკოლის მიმართულებით გადადგილდება, რაც საფრთხის შემცველია. მისივე თქმით,  კომპანია მშენებლობის გაგრძელებას ამწე მოწყობილობის  დემონტაჟისა და სამშენებლო მოედანზე უსაფრთხო პირობების შექმნის შემდეგ შეძლებს.

„წყნეთის გზატკეცილზე, შპს „ამბრელასა“ და შპს „ბიჩ ბილდინგ ბაგების“  თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები. მშენებლობის მიმდინარეობის პროცესში გამოვლინდა ობიქტზე დამონტაჟებული ამწე მოწყობილობის აკრძალვის აუცილებლობა, ვინაიდან ტვირთის გადაადგილებისას არ არის უზრუნველყოფილი მომიჯნავე ნაკვეთებზე  უსაფრთხოება, კერძოდ, საპირწონის კონსოლზე მიმაგრებული ტვირთი, ამწის განთავსების ადგილიდან გამომდინარე, გადაადგილდება  შპს „ახალი სკოლის“ მიმართულებით, რაც კატეგორიულად მიუღებელია.

მინდა, დავავალო კახა გულედანს და მუნიციპალურ ინსპექციას, დღესვე მოჰყვეს რეაგირება და შეჩერდეს მშენებლობა. დაიწყეთ არსებული ამწის დემონტაჟი და ამის შემდეგ ექნება კომპანიას შესაძლებლობა, გააგრძელოს სამუშაოები“, - განცხადა კახა კალაძემ.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023