საზოგადოება
02/03/2022

კახა კალაძე: საქართველო აგურ-აგურ აშენებს ხიდს ევროპასთან

საქართველო დღესვე მზადაა, გახდეს ევროკავშირის წევრი - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა. 

„საქართველო სამი ათეული წელია ყველაფერს აკეთებს და აგურ-აგურ აშენებს ხიდს ევროკავშირთან. თაობები, რაც შეიძლება, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდეთ ძალიან მალე. შესაბამისად, თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, დღესვე, მზად ვართ, გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ვფიქრობ, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ბოლო წლების განმავლობაში ამისთვის. ძალიან დიდი წინსვლა გვაქვს საგარეო მიმართულებით. დღეს რომ საქართველოს მოქალაქეები ქართული პასპორტით გადაადგილდებიან უპრობლემოდ, ვიზების გარეშე, ესეც ჩვენი მიღწევა და ყველას დამსახურებაა. ბევრი კარგი საქმე გვაქვს გაკეთებული, ბევრი რეფორმაა განხორციელებული და დღეს, საქართველო მზად არის, გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, მისასალმებელია საქართველოს პარლამენტის მიერ, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების საკითხზე რეზოლუციის პროექტის მომზადება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023