საზოგადოება
28/07/2021

კახა კალაძე: მაჭავარიანის ქუჩაზე მოძრაობა აგვისტოს ბოლოს სრულად აღდგება

თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, ვაშლიჯვარში მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოების ბოლო ეტაპია. სამუშაოები აგვისტოს ბოლოს დასრულდება და მაჭავარიანის ქუჩაზე მოძრაობა სრულად აღდგება. 

“სპეციალური სისტემების საშუალებით დღემდე, 24 საათიანი მონიტორინგისა და ეფექტური საპრევენციო სამუშაოების შედეგად მიღწეულია მეწყრის დროებითი სტაბილურობა, ვაშლიჯვრის-ლისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მეწყერსაწინააღმდეგო პროექტის ფარგლებში ფერდის გამაგრება, ე.წ. ანკერების, მიწის მოჭრისა და სხვადასხვა ტიპის სამუშაოები ხორციელდება. აღნიშნული სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს მთლიანად დასრულდება, რის შედეგადაც შესაძლებელი იქნება მაჭავარიანის ქუჩის საავტომობილო გზის აღდგენა უკვე ორმხრივ რეჟიმში, ყოველგვარი პრობლემების გარეშე და მაქსიმალური უსაფრთხოების დაცვით ადამიანებს თავისუფლად ექნებათ გადაადგილების შესაძლებლობა“,- განაცხადა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.  

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023