ფოტო: GettyImages
საზოგადოება
19/03/2022

ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სფეროში საშუალო ხელფასი ₾1400-მდე გაიზარდა

ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სფეროში დაქირავებით დასაქმებულთა ხელფასი გაიზარდა.

საქსტატის მონაცემებით, სფეროში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა ხელფასმა 2021 წლის მეოთხე კვარტალში 1400 ლარი შეადგინა, წლიური ზრდა 14%-ია. 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში სექტორში დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 1200 ლარი იყო.

10 სექტორს შორის, საშუალო ხელფასის სიდიდით ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სფერო მე-10 ადგილზეა.

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.3%-ით (149.1 ლარით) გაიზარდა და 1 463.8 ლარი შეადგინა.

სექტორებს შორის ყველაზე მაღალი ხელფასი საფინანსო და სადაზღვევო სფეროშია, რაც 2,431 ლარს შეადგენს. სექტორების ტოპ სამეული ასე ნაწილდება:

საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 431.6 ლარი (წწ +20.5%); ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 270.2 (+3.2%); მშენებლობა – 2 209.5 ლარი (+7.2%).

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023