საზოგადოება
01/09/2021

ირაკლი ღარიბაშვილი: ევროპარლამენტარი არ არის ჩვენი უფროსი, ჩვენი უფროსი არის ქართველი ხალხი

გვაქვს მაღალი, 2 ნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელიც არ ყოფილა 10-12 წელზე მეტია,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის სესხზე უარის თქმასთან დაკავშირებით.

პრემიერის თქმით, ეკონომიკური ზრდის ფონზე მთავრობამ თავს უფლება მისცა ნელ-ნელა, ეტაპობრივად დაიწყოს საგარეო ვალის შემცირება. ევროპარლამენტარების განცხადებებთან დაკავშირებით კი ღარიბაშვილმა განმარტა: "ევროპარლამენტარი არ არის ჩვენი უფროსი, ჩვენი უფროსი არის ქართველი ხალხი. თუ მათ რეალურად აინტერესებთ საქმის არსში გარკვევა, მათ დეტალურად უნდა გაარკვიონ და ზედაპირული განცხადებები არ უნდა გააკეთონ".

ღარიბაშვილმა სესხთან დაკავშირებით განმარტა, რომ მთავრობამ სესხი 150 მილიონი ევროს სესხი, სესხიდან ნახევარი ჩამოირიცხა შარშან, მეორე ნახევარი კი, როგორც მაშინ იყო მიღებული გადაწყვეტილება, მიბმული იყო სასამართლო რეფორმაზე. რაც შეეხება სასამართლო სისტემას ღარიბაშვილმა განმარტა, რომ ქვეყანაში უკვე არაერთი რეფორმა განახორციელდა და ეს პროცესი გაგრძელდება.

„მინდა, ყველას შევახსენო და მათ შორის ევროპარლამენტარებს, რომლებიც დღეს გამოდიან აღნიშნული განცხადებებით, ჩვენ კარგად ვიცით და ყველას კარგად გვახსოვს, როგორი სასამართლო ჩაიბარა „ქართულმა ოცნებამ". ჩვენ მას შემდეგ არაერთი რეალური და ხელშესახები რეფორმა განვახორციელეთ - სასამართლო რეფორმის 4 ტალღა, რამაც რეალურად გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული გახადა და გახსნა მთლიანად ეს სისტემა. ამას გარდა, მინდა ყველას შევახსენო, რომ საქართველოში დღეს არსებული სასამართლო სისტემა ბევრად წინ უსწრებს ევროკავშირის მოქმედი წევრი სახელმწიფოების სასამართლო სისტემას. ეს ყველა კვლევით დასტურდება, მათ შორის ევროკავშირის გამოკითხვებით და მაღალრეიტინგული ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად. ასე, რომ ჩვენ რეფორმებს ვაგრძელებთ, სასამართლო რეფორმა გაგრძელდება. იქ საუბარი იყო გარკვეულ ვადებზე. რა თქმა უნდა, თუ ჩვენ ვსაუბრობთ შარლ მიშელის დოკუმენტზე, იქ გარკვეული ვადებიც იყო გაწერილი, 2022 წლის მაისიც ეწერათ, თუმცა იმის მიუხედავად, რომ ჩვენ გამოვედით ხელშეკრულებიდან, რადგან მეორე მთავარმა მხარემ „ნაცმოძრაობამ" არ მოაწერა ხელი, მათ რომ მოეწერათ ხელი, ჩვენ დავრჩებოდით ხელშეკრულებაში, ამის მიუხედავად, ჩვენ ვართ ერთგულნი ყველა იმ რეფორმის, რომელიც ჩვენ დავიწყეთ და ყველა ამ რეფორმას ბოლომდე მივიყვანთ", - განაცხადა პრემიერმა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023