საზოგადოება
30/08/2021

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ჯანდაცვის სისტემა კარგად მუშაობს, მადლობა ექიმებს

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დასტაბილურებისკენ მიდის, - ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"ბოლო დღეების განმავლობაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ცოტა დასტაბილურდა, თუმცა არ უნდა მოვეშვათ და მობილიზებულად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა კარგად მუშაობს, მუშაობს მობილიზებულად და მადლობა ექიმებს, ვინც გმირულად ემსახურებიან ჩვენს მოსახლეობას. მთავარია, არცერთი მოქალაქე დაგვრჩეს ყურადღების გარეშე, მაქსიმალური ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ. ეპიდემიოლოგიკური მდგომარეობის ფონზე მთავარი გამოსავალი აცრებია და ვაქცინაციისკენ უნდა მოვუწოდოთ ყველას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ქვეყანაში აცრილთა რაოდენობა მილიონ ადამიანს მიაღწევს ალბათ რამდენიმე დღეში. "ჩვენი ამოცანა უნდა იყოს 2 მლნ ადამიანი იყოს აცრილი სექტემბრის ბოლოსთვის, აქედან ნაწილი ორჯერადად, ნაწილი ერთი დოზით, ალბათ 1 მლნ მოქალაქეს კი ვირუსი გადატანილი ექნება. ექიმები პროგნოზირებენ, რომ მდგომარეობა დასტაბილურდება და ეს რამდენიმე კვირა უნდა გადავიტანოთ ყველამ ერთად ეს მძმე პერიოდი და ოქტომბრიდან ყველა პროგნოზის მიხედვით მდგომარეობა დამშვიდდება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშილმა.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023