საზოგადოება
02/12/2020

ინტერნეტთავდასხმების მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში მე-9 ადგილზეა

ინტერნეტთავდასხმების მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში მე-9 ადგილზეა. კომპანია „კასპერსკის ლაბორატორიის“ მონაცემებით, ინტერნეტშეტევა ქართველი მომხმარებლების 6,06%-ზე განხორციელდა.

სომხეთში ამ მაჩვენებელმა დაახლოებით 4,95%, აზერბაიჯანში 4,89% შეადგინა.

შედარებისთვის, 2019 წლის მესამე კვარტალში საქართველოში ინტერნეტთავდასხმის მსხვერპლი მომხმარებელტა თითქმის 10,3% აღმოჩნდა, სომხეთში - 11,8%-ზე მეტი, აზერბაიჯანში - 12,7%.

„კასპერსკის ლაბორატორიის“ მონაცემების მიხედვით 2020 წლის ივლის-სექტემბერში მსოფლიოში ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინტერნეტმომხმარებლებს ვიეტნამში (8,69%), ბანგლადეშში (7,34%) და ლატვიაში (7,32%).

საშუალოდ, 2020 წლის მესამე კვარტლის განმავლობაში, მსოფლიოში ინტერნეტმომხმარებელთა კომპიუტერების 4,58% ერთხელ მაინც დაექვემდებარა Malware-ის კლასის ვებ-შეტევას.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023