საზოგადოება
11/05/2023

Imagine Dragons-ის ბილეთების გაყიდვა დღეს 16:00 საათიდან დაიწყება

Imagine Dragons-ის ბილეთების გაყიდვა დღეს 16:00 საათიდან დაიწყება, - ინფორმაციას Black Sea Arena-ს facebook-გვერდი ავრცელებს. 

"Imagine Dragons-ის კონცერტზე ბილეთის ფასი 100 ლარიდან იწყება და 1000 ლარამდე მერყეობს.  გვიხარია, რომ Starring Georgia-ს მთავარი პარტნიორები თიბისი და ვიზა გახდნენ. ამ პარტნიორობის ფარგლებში თიბისის ვიზა ბარათებით გადახდისას განსაზღვრული კატეგორიის ბილეთებზე ფასდაკლება იმოქმედებს.
 
ბილეთების შეძენას TKT.ge-ზე შეძლებთ, Star Ring-ის ბილეთების განსაზღვრული რაოდენობა შეგიძლიათ შეიძინოთ BSA.ge-ზე,"-აღნიშნულია ინფორმაციაში. 
 
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 31 აგვისტოს Starring Georgia-ს ფარგლებში ბენდი Imagine Dragons კონცერტს თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე გამართავს. 

როგორც ცნობილია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, Black Sea Arena-მ საქართველოში მასშტაბური კამპანია - Starring Georgia დაიწყო. კამპანიის მთავარი მიზანი ქვეყნის პოპულარიზაცია, საქართველოს ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაძლიერებაა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023