საზოგადოება
18/09/2021

ილია ელოშვილი: კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული 1289 ოჯახისთვის ბინები შენდება

კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული მოქალაქეების დაკმაყოფილების მიზნით, უკვე 8000 კვ.მ-ზე მეტი საცხოვრებელი ფართის მშენებლობა მიმდინარეობს, რითიც 1200-ზე მეტი ოჯახი დაკმაყოფილდება, - განაცხადა დედაქალაქის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა სოციალური პოლიტიკის მიმართულების პრეზენტაციაზე .

"3100 ოჯახს აღუთქვა სახელმწიფომ ბინების მშენებლობა. ბევრმა მათგანმა დათმო საკუთარი სახლი, თანხა შეიტანა და ყველაზე რთულ პერიოდში, 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც უდიდესი სოციალური დარტყმები მიიღო ქვეყანამ, ამ ოჯახებმა დამატებითი დარტყმა მიიღეს. აქამდე ვერ მოხერხდა ამ პრობლემის მოგვარება, მაგრამ ჩვენ ამ საკითხს სისტემურად მივუდექით. თბილისის მუნიციპალიტეტმა გამოყო ტერიტორიები, ჯამში 20 ჰა-ზე მეტი, შესთავაზა სამშენებლო-საინვესტიციო კომპანიებს. პროექტების დასრულების შემდეგ, ამ სახლების ნაწილი გადაეცემა ამ 3100 ოჯახს, სოციალური ქულის მიხედვით. პირველ რიგში, საცხოვრებელ ფართებს სოციალურად დაუცველები მიიღებენ, შემდეგ დანარჩენები", - განაცხადა ილია ელოშვილმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023