საზოგადოება
17/03/2023

გოთუას ქუჩაზე პანდუსის მოწყობა დაიწყო

დედაქალაქის მერი კახა კალაძე გოთუას ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დამაკავშირებელი ახალი პანდუსის მშენებლობის საწყისი ეტაპის სამუშაოებს გაეცნო.

ვინაიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და გოთუას ქუჩის დამაკავშირებელი ორმხრივი პანდუსი ვერ უზრუნველყოფს საავტომობილო მოძრაობის უსაფრთხოებას, თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, მოეწყოს კიდევ ერთი პანდუსი. გარდა ამისა, გზის სავალი ნაწილის გასწვრივ, უსაფრთხოების მიზნით, ფერდის დამცავი რკინა-ბეტონის საყრდენი კედლები მოეწყობა.  გათვალისწინებულია გარე განათების ახალი ქსელის მოწყობაც.

„გოთუას ქუჩიდან სანაპიროზე ჩასვლა პრობლემას წარმოადგენს და საავარიო სიტუაციები იქმნება. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება ალტერნატიული პანდუსის მოწყობასთან დაკავშირებით, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ არსებული გზა იქნება ცალმხრივი და მასზე იმოძრავებენ სანაპიროდან გოთუას ქუჩისკენ წამოსული ავტომანქანები, ხოლო ახალი პანდუსი გათვალისწინებული იქნება გოთუას ქუჩიდან სანაპიროზე ჩამსვლელი ავტომანქანებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული პროექტის განხორციელება. სამი თვე დასჭირდება სამუშაოებს“,  - განაცხადა კახა კალაძემ.

ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და თბილისის საკრებულოს წევრი ავთანდილ ცინცაძე.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023