საზოგადოება
27/07/2021

გლდანი, სამგორი და სადგურის მოედანი - ზონალურ-საათობრივი პარკირების არეალი ფართოვდება

პირველი აგვისტოდან გლდანის, სამგორისა და საბურთალოს რაიონებში, ასევე, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება.

თბილისის მერიის ცნობით, გლდანში, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გობრონიძისა და ნოზაძის ქუჩებზე გამოყოფილია 132 საპარკინგე ადგილი. სამგორის რაიონში, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯავახეთისა და ხომლელის ქუჩებზე კი პარკირებისთვის 117 ადგილია განკუთვნილი.

საბურთალოს რაიონში ზონალური პარკირების 748 ადგილია მოწყობილი. კერძოდ, დოლიძის, ტეხურას, ასლანიდის, ბერბუკის, ალექსიძის, ბახტრიონის, ცინცაძისა და ლორთქიფანიძის ქუჩებზე.

რაც შეეხება სადგურის მოედანს, პარკირებისთვის გამოყოფილია 286 ადგილი. კერძოდ, ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, აბასთუმნის, თევდორე მღვდლისა და ცაბაძის ქუჩებზე.

საინფორმაციო ჯიხურები განთავსებულია შემდეგ მისამართებზე:

ვიქტორ დოლიძის ქუჩა N24;

მერაბ ალექსიძის ქუჩა N1;

ბახტრიონის ქუჩა N13;

ბახტრიონის ქუჩა N30;

სულხან ცინცაძის ქუჩა N61;

ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩა N10;

აბასთუმნის ქუჩა N1ა-ს მოპირდაპირედ;

სადგურის მოედანი (ნიკოლოზ გოგოლის ქუჩა N32);

ალეკო გობრონიძის ქუჩა N2ა;

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარედ;

ადგილობრივ მაცხოვრებლებს უფასო პარკირებისთვის, რეგისტრაციის გავლა ზონალური პარკირების არეალებში განთავსებულ საინფორმაციო ჯიხურებში პირველი ივლისიდან შეეძლოთ.

აღნიშნულ არეალებში ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის, ჯამში, გამოყოფილია 1 283 ადგილი, მათ შორის, 27 ადგილი შშმ პირთათვის და ერთ ადგილი ელექტრომობილების დამუხტვისთვის.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023