საზოგადოება
18/11/2021

GITA-სა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი მიზნად ისახავს ცოდნა-გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას, მხარეთა სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალის გაზიარებას, საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება-განვითარებაში მონაწილეობას, მხარეთა სტუდენტებისა და პერსონალის პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობასა და ურთიერთთანამშრომლობას სხვა საერთო ინტერესების ფარგლებში.

მემორანდუმის გაფორმების შემდგომ, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე დამსწრე საზოგადოებას ქვეყნის ინოვაციური და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების გზებზე ესაუბრა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები