საზოგადოება
09/09/2021

ღამის სამუშაოზე დასაქმებულებს შეუძლიათ სამედიცინო შემოწმება მოითხოვონ - მინისტრის ბრძანება

“შრომის კოდექსის“ თანახმად, ღამის სამუშაოზე დასაქმებულებს შეუძლიათ სამედიცინო შემოწმება მოითხოვონ. მოთხოვნის შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია, საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს მისთვის წინასწარი (დასაქმებამდე) და შემდგომი პერიოდული სამედიცინო შემოწმების ჩატარება სამედიცინო კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვით.

კანონმდებლობით, ღამის სამუშაოზე დასაქმებულია პირი, რომელიც ყოველდღიური ნორმირებული სამუშაო დროის ფარგლებში ღამის (22:00 საათიდან 06:00 საათამდე) განმავლობაში ჩვეულებრივ მუშაობს არანაკლებ 3 საათს, ან პირი, რომელიც წლიური სამუშაო დროის არანაკლებ ერთი მეოთხედი მუშაობს ღამის (22:00 საათიდან 06:00 საათამდე) განმავლობაში.

საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება, რომელიც სამედიცინო შემოწმებასთან დაკავშირებულ საკითხებს აწესრიგებს.

დასაქმებულის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული წინასწარი სამედიცინო შემოწმების მიზანია პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის განსაზღვრა მოცემული ღამის სამუშაოსთვის.

პერიოდული სამედიცინო შემოწმების ჩატარება უზრუნველყოფს: პროფესიული შრომის მავნე და არახელსაყრელ პირობებში და სხვა პროფესიებზე მომუშავეთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დინამიკურ დაკვირვებას, პროფესიული და იმ ზოგადი დაავადებების საწყისი სიმპტომების გამოვლენას და პროფილაქტიკას, რომლებიც წარმოადგენენ აღნიშნულ პირობებში მუშაობის გაგრძელების წინააღმდეგ ჩვენებას, უბედური შემთხვევების თავიდან აცილებას.

დასაქმებულის ჯანმრთელობის დაცვისა და პროფესიული დაავადებების თავიდან აცილების მიზნით, დამსაქმებელმა უნდა განახორციელოს რისკების შეფასება და განსაზღვროს:

ა) საფრთხეები, რომლებიც უკავშირდება ღამით მუშაობის სპეციფიკურ შედეგებს;

ბ) საფრთხეები, რომლებიც უკავშირდება ღამით მუშაობისას მძიმე ფიზიკურ ან ფსიქიკურ დატვირთვას;

გ) საფრთხეები დასაქმებულის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობისათვის, რომლებიც თან ახლავს იმ სამუშაოს შესრულებას, რომელსაც ასრულებს ღამის სამუშაოზე დასაქმებული.

ღამის სამუშაოზე დასაქმებულის სამედიცინო შემოწმებისას გათვალისწინებული უნდა იყოს  რისკები, რომლებიც უკავშირდება:

ა) იმუნიტეტის დაქვეითებას, რაც განაპირობებს ინფექციური დაავადებებით ხშირად ავადობას;

ბ) სიმსივნური პათოლოგიების მატებას, რაც ასევე ასოცირდება იმუნური მექანიზმების უკმარისობასთან;

გ) ინსულინის წარმოქმნის დაქვეითებას, რაც იწვევს მადის მომატებას და შედეგად, ჭარბი წონის პრობლემას;

დ) გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის მატებას (ათეროსკლეროზი, ჰიპერტენზია, სტენოკარდია);

ე) ღამის სამუშაოების გახანგრძლივებით გამოწვეულ სხვადასხვა ჰორმონალურ დარღვევებს, რაც გამოიხატება ნეირო-ფსიქიატრიული დარღვევებით: გუნება-განწყობილების გაუარესება, შფოთვა, ნერვიულობა და გაღიზიანება, დეპრესია, ქრონიკული დაღლილობა, ყურადღების დონის შემცირება და სხვა კოგნიტური დარღვევები.

დასაქმებულს პერიოდული სამედიცინო გასინჯვები ჩაუტარდება წელიწადში ერთხელ, საჭიროების შემთხვევაში, საექიმო საქმიანობის უფლების მქონე შესაბამისი ექიმსპეციალისტის რეკომენდაციით, 6 თვეში ერთხელ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023