საზოგადოება
28/07/2021

"გარე განათებისთვის ინვესტიციას კომპანია მოიზიდავს" - კალაძე ტენდერის პირობებზე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გარე განათების შესაცვლელად თბილისის ბიუჯეტიდან 90 მლნ ლარი გამოიყო. 

მისი თქმით, საბჭოთა კავშირის დროინდელი ლამპიონების თანამედროვე, ლედ სანათებით შეცვლა იგეგმება. ამისთვის გამოცხადებულია ტენდერი. გამარჯვებული კომპანია თვითონ მოიზიდავს ფინანსებს. ტენდერის პირობების თანახმად, კომპანია ყოველწლიურად დაფინანსდება ელექტროენერგიის დაზოგვის შედეგად მიღებული ეკონომიის ხარჯზე.

“მთელი ქალაქის მასშტაბით გვინდა, რომ ძველი, საბჭოთა კავშირის დროინდელი ლამპიონები შეიცვალოს თანამედროვე, ლედ განათებებით. ამასთან დაკავშირებით გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, რომ ამისთვის თბილისის მერიამ ბიუჯეტიდან 90 მლნ ლარი გამოყო. ადამიანებს რა თქმა უნდა უჩნდებათ აგრესია, რა დროს სანათების ყიდვაა 90 მილიონად. ეს არის სიცრუე, ბიუჯეტიდან არანაირი 90 მილიონი არ არის გამოყოფილი სანათების შესაძენად. 

დედაქალაქის მასშტაბით გარე განათებისთვის ამჟამად გამოიყენება სოდიუმის ტიპის ნათურები, რომლებიც მოიხმარენ ძალიან დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას. მათი ლედ სანათებით ჩანაცვლების შემთხვევაში ელექტროენერგიის ეკონომია შეადგენს ხარჯის დაახლოებით 60%-70%-ს. ეს ძალიან დიდი ციფრია. ჩვენი კონცეფცია ითვალისწინებს კერძო კომპანიების მიერ მოზიდული ფინანსებით ამ სანათების ჩანაცვლებას. ბიუჯეტიდან თანხას არ გამოვყოფთ. გამარჯვებული კომპანია ვალდებულია, მოიზიდოს თვითონვე თანხები, განახორციელოს არსებული სანათების შეცვლა და მიღებული ეკონომიიდან ამ კომპანიებისთვის მომსახურებისა და პროდუქციების ანაზღაურება. ყოველწლიურად ელექტროენერგიისთვის რა თანხასაც ვიხდიდით, ეკონომია, რომელიც გაკეთდება, კონკრეტულ კომპანიას მიეცემა“,- განაცხადა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.  

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023