საზოგადოება
05/08/2021

"ევექსი კლინიკები" ვაქცინაციის უმსხვილეს, 30-კაბინეტიან ცენტრს ხსნის და 100 ვაკანსიას აცხადებს

„ევექსი კლინიკები“ თბილისში, საქართველოს მასშტაბით ვაქცინაციის ერთერთ უმსხვილეს, 30-კაბინეტიან ცენტრს ხსნის. როგორც jandacva.ge-ს კომპანიიდან აცნობეს, ცენტრი ფუნქციონირებას აგვისტოს მეორე ნახევარში დაიწყებს, როცა, ჯანდაცვის სამინისტროს გეგმით, ქვეყანაში ვაქცინაცია აქტიურ ფაზაში უნდა იყოს გადასული. ცენტრი თვეში 60 ათასი ადამიანის ვაქცინაციას შეძლებს. მისი გახსნის შემდეგ, “ევექსი კლინიკებს” სულ 66 ამცრელი კაბინეტი ექნება მთელი საქართველოს მასშტაბით.

კომპანიის ცნობით, აღნიშნული ცენტრი თბილისში, საბურთალოზე, თავხელიძის ქუჩაზე განთავსდება, სადაც „ევექსის“ კლინიკა მდებარეობს. ამჟამად შენობაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

„ევექსი კლინიკებში“ ასევე აცხადებენ, რომ ვაქცინაციის ცენტრში დასაქმების მიზნით 100 ვაკანსია აქვთ გამოცხადებული. კომპანია შემდეგი პროფესიის კადრებს ეძებს:

ექიმი, ექთანი, რეგისტრატორი, IT სპეციალისტი, სამეურნეო სპეციალისტი, სერვისის კოორდინატორი, დაკვირვების მედდა.

„შესაბამისი პროფესიის ადამიანებს შესაძლებლობას ვაძლევთ, შენ შესაძლებლობა გაქვს, გახდე ევექსი კლინიკების დიდი გუნდის წევრი, შეიქმნა კარიერა წამყვან კომპანიაში და შეიძინო საუკეთესო გამოცდილება,“ – აცხადებენ „ევექსი კლინიკებში“

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023