საზოგადოება
27/08/2020

ეს ქალაქი ყველასია - კახა კალაძე

ეს ქალაქი ყველასია, - განაცხადა კახა კალაძემ თბილისის ავტობუსის სატრანზიტო დერეფნის პრეზენტაციაზე.

მერმა აღნიშნა, რომ მისთვის გასაგებია ავტომფლობელების მდგომარეობა, თუმცა მნიშვნელოვანია ის ადამიანები, რომლებიც ქვეითად მოძრაობენ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ელექტროსკუტერით თუ ველოსიპედებით გადაადგილდებიან.

კახა კალაძემ აღნიშნა, რომ საგზაო სივრცეები თანაბარად უნდა გადანაწილდეს. მისი აზრით, ჭავჭავაძის გამზირი უალტერნატივოა და ყველა დიდმა და განვითარებულმა ქალაქმა პრობლემების მოსაგვარებლად, მსგავსი პროექტი განახორციელა.

მერმა სტატისტიკაც მოიყვანა: 2012 წლამდე თბილისში დაახლოებით, 180 ათასამდე კერძო ავტომობილი გადაადგილდებოდა, დღეს 600 ათასზე მეტია და ეს რიცხვი მზარდია. კახა კალაძე ამბობს, რომ ტენდეციის შენარჩუნების შემთხვევაში პრობლემა კიდევ უფრო გაიზრდება.

მერმ დაანონსა, რომ რეფორმა გაგრძელდება და ანალოგიურ პროექტები სხვა ქუჩებზეც გახორციელებდება. "გავაჩენთ საავტობუსე ზოლებს, რომ ეს წრე შეიკრას“, - აღნიშნა მერმა.

კახა კალაძის თქმით,  მნიშვნელოვანია, დედაქალაქში მეტი საავტობუსე ზოლის გაჩენა, რათა მოქალაქეებმა გადაადგილება კომფორტულად და სწრაფად შეძლონ.

„რეფორმა, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ, მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქის და მასში მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის. ჩვენი პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ გავზარდოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება, მიმზიდველი გავხადოთ ტრანსპორტი. სტატისტიკის მიხედვით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება შემცირებული იყო, რადგან მოძველებული საავტობუსე პარკი გვყავდა, რომელიც სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენდა. ე.წ. ყვითელ ავტობუსებს ყველანაირი რესურსი ამოწურული ჰქონდა.

ჩვენს პოლიტიკაში მნიშვნელოვანია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის დაფარვის არეალის გაზრდა. გვაქვს უბნები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს ან თუ მოძრაობს, მოცდის დრო არის დიდი - 40-45 წუთი და ზოგჯერ ერთი საათიც კი. ხშირია საუბარი იმაზე, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ავტობუსების დამატებაა საჭირო. არავინ ფიქრობს, რომ ავტობუსების დამატებით ჩვენ კიდევ უფრო მეტ პრობლემას შევქმნით. პირობითად, დღეს თუ ორი ავტობუსი და 30 მანქანა დგას საცობში, ავტობუსების დამატებით, საცობიც გაიზრდება. შესაბამისად, მოგვარების გზა ერთადერთია - გავაჩინოთ სპეციალური საავტობუსე ზოლები იმისთვის, რომ მოქალაქეებმა საზოგადოებრივი ტრანსპორტით ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე შეძლონ გადაადგილება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

 

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023