საზოგადოება
22/02/2023

დიდ დიღომში არსებული საფეხბურთო მოედნის მიმდებარედ, რეკრეაციული სივრცე ეწყობა

დიდი დიღმის მეორე მიკრორაიონში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტადიონის გარშემო, საბურთალოს რაიონის გამგეობამ რეკრეაციული სივრცის მოწესრიგება დაიწყო, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშემწყობი გარემო შეიქმნება.

„როგორც იცით, თბილისის მერიის ჩართულობითა და ფეხბურთის ფედერაციის მონაწილეობით, დიდ დიღომში შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყო. ეს არის სპორტული სკოლა. ამავდროულად, ადგილობრივ მოსახლეობას დავპირდით, სტადიონის გარშემო სივრცის კეთილმოწყობას. პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყობა სარბენი და საფეხმავლო ბილიკები, დაირგვება ხე-მცენარეები, დამონტაჟდება საპარკო სკამები, ლედ  განათება და სარწყავი სისტემა. მთლიანობაში, სივრცე ჯანსაღი ცხოვრებს წესის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ამავე ტერიტორიაზე შენდება მულტიფუნქციური ცენტრიც.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023