საზოგადოება
25/09/2020

დედაქალაქში ახალი ნაგავშემკრები კონტეინერები განთავსდა

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მასშტაბით, ნაგავშემკრები კონტეინერების განთავსებასა და დაზიანებულის ჩანაცვლებას განაგრძობს. ახალი ნაგავშემკრები კონტეინერები ამჯერად, ისნის, სამგორის, გლდანისა და ნაძალადევის რაიონებში განთავსდა.

მიმდინარე წლის განმავლობაში, „თბილსერვის ჯგუფმა“ ლითონისა და პლასტმასის  4 000 ნაგავშემკრები კონტეინერი შეისყიდა, რომელიც თბილისის სხვადასხვა უბანში განთავსებულ ურნებს ეტაპობრივად ჩაანაცვლებს.  

კონტეინერების განაწილების პროცესს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი, რომეო მიქაუტაძე ესწრებოდა.

„თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მასშტაბით, ძველი ნაგავშემკრები კონტეინერების ახლით ჩანაცვლების პროცესს ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს. მიმდინარე წლის განმავლობაში, უკვე შევცვალეთ დაახლოებით, 4 000 დაზიანებული კონტეინერი. საჭიროებდან გამომდინარე, ურნების ჩანაცვლებას მომავალშიც ვგეგმავთ“, - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.

დედაქალაქის მასშტაბით, სულ 20 000 ერთეული ნაგავშემკრები კონტეინერია განთავსებული.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023