საზოგადოება
18/04/2023

დედაქალაქის ქუჩები 24 აპრილიდან სისტემატურად მოირეცხება - კალაძე

24 აპრილიდან დედაქალაქის  ქუჩების ინტენსიური დასუფთავება დაიწყება - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საშუალებით ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, „თბილსერვის ჯგუფი,  განახლებული ტექნიკით, ქუჩებს სისტემატურად მორეცხავს.

მისივე განმარტებით, საჭიროების შემთხვევაში მერია დახმარებას შინაგან საქმეთა სამინისტროსაც  სთხოვს.

„თუ აუცილებლობა მოითხოვს,  შეგვიძლია ვთხოვოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დაგვეხმარება. როგორც ყოველთვის, გვერდით გვიდგანან.  მხედველობაში მაქვს სახანძრო მანქანები, რომლის მეშვეობითაც მაქსიმალურად ბევრ ქუჩაზე მოვახერხებთ დასუფთავების სამუშაოების წარმოებას. ორშაბათიდან, 24 აპრილიდან დავიწყოთ სამუშაოები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ იმ განახლებულ რესურსზე ისაუბრა, რომელიც წელს „თბილსერვის ჯგუფს“ აქვს სამუშაოების ეფექტიანად წარმოებისთვის.

„ჩვენ მასშტაბურ დასუფთავებას წინა წლებშიც ვახორციელებდით, თუმცა „თბილსერვის ჯგუფს“ არ ჰქონდა  სათანადო ტექნიკური აღჭურვილობა. ახლა ჩვენ უკვე ყველანაირი აღჭურვილობა შევიძინეთ და მზად ვართ, რომ ძალიან მალე დავიწყოთ ქუჩების სისტემური მორეცხვა. ასზე მეტი ქუჩა მოირეცხება, ყველა მნიშვნელოვანი პანდუსი, გამზირი, გზაგამყოფი და ა.შ. იქნება მოწესრიგებული“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

„თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელის, დავით ფაჩულიას განცხადებით, უკვე შეძენილია ახალი  ტექნიკა, რომლის მეშვეობით სამუშაოები ყოველ ღამით, გათენებამდე იწარმოებს.

„წელს, შარშანდელთან შედარებით, კარგი მდგომარეობა გვაქვს. შევიძინეთ, დაახლოებით, 15 ერთეული სპეცტექნიკა. წელს, შარშანდელისგან განსხვავებით, 20 ერთეული გამართული სპეცტექნიკით შევხვდებით ზაფხულს. ყოველდღიურ რეჟიმში მოირეცხება ასზე მეტი ქუჩა, გზატკეცილები, პანდუსები, გვირაბები, ხიდები, ასევე, როგორც პირველი, ისე მეორე კატეგორიის ქუჩები. ეს არ იქნება ერთჯერადი, არამედ გაგრძელდება მთელი ზაფხულის განმავლობაში, ყოველდღიურად. სამუშაოები დაიწყება ღამით, 00:00 საათიდან და გაგრძელდება 07:30 საათამდე. ტექნიკასთან დაკავშირებული პრობლემა გადაჭრილია. შარშან, ასევე, ძალიან დიდი პრობლემა იყო ის ფაქტი, რომ ქალაქს ჩვენივე ტექნიკა აბინძურებდა, წელს ეს პრობლემაც აღარ გვაქვს, შეძენილია კერხერებიც და სპეცტექნიკაც“, - განაცხადა დავით ფაჩულიამ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023