საზოგადოება
02/03/2022

დავით ზალკალიანი: იმედი მაქვს, უკრაინის ელჩი საქართველოში მალე დაბრუნდება

საქართველოში უკრაინის ლეჩის გაწვევასთან დაკავშირებით, საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. 

როგორც დავით ზალკალიანი აცხადებს, უკრაინელ კოლეგასთან საუბარში აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ნაჩქარევი და ემოციური იყო. 

დავით ზალკალიანი იმედოვნებს, რომ უკრაინის ელჩი საქართველოში მალე დაბრუნდება. 

"ჩვენი კომუნიკაცია შედგა გუშინ გვიან ღამე. ბუნებრივია, ჩემი გაკვირვება მასთან საუბარში კიდევ ერთხელ დავაფიქსირე და აღვნიშნე, რომ ამ სიტუაციაში ეს გადაწყვეტილება მივიჩნიე ნაჩქარევად და გარკვეულწილად ემოციურად და მე მას ვთხოვე, რომ კიდევ უფრო სიღრმისეულად გააანალიზონ, თუ რა განწყობებს და ასოციაციებს გამოიწვევდა ეს ჩვენს საზოგადოებაში და მთლიანად საერთაშორისო საზოგადოების თვალში. მე მაქვს განცდა, რომ მას სრული გაგება აქვს ამის და ეს ჩვენი გუშინდელი კომუნიკაცია გარკვეულწილად იმედს მისახავს, რომ ეს პრობლემა უახლოეს პერიოდში უნდა მოწესრიგდეს ისე, როგორც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას შეესაბამება და იმედი მაქვს, რომ ელჩი მალე დაბრუნდება და გააგრძელებს საკუთარი მოვალეობის შესრულებას", - განაცხადა ზალკალიანმა "იმედის" ეთერში. 

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია. ზელენსკიმ ბრიფინგზე ამის ორი მიზეზი დაასახელა. მისი თქმით, ქართულმა მხარემ ხელი შეუშალა ქართველი მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას, ასევე სანქციების მიმართ ამორალური პოზიციები დაფიქსირდა. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023