საზოგადოება
08/02/2023

დავით ნარმანია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 105 წლის იუბილეს ულოცავს

სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 105 წლის იუბილეს ულოცავს და სოციალურ ქსელში, პირად გვერდზე მისალოც განცხადებას აქვეყნებს.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 105 წლის იუბილეს ვულოცავ უკლებლივ ყველას, განსაკუთრებით თსუ-ს კურსდამთავრებულებს, სტუდენტებს, ლექტორებს, მომავალ სტუდენტებს. 105 წელი ღირსშესანიშნავი თარიღია, რომელიც ბევრ ისტორიულ და საქართველოსთვის მნიშვნელოვან მოვლენას აერთიანებს.

1918 წლიდან სწორად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, როგორც პირველმა ეროვნულმა უნივერსიტეტმა ჩაუყარა საფუძველი მაღალი სტანდარტების განათლების მიღებას საქართველოში.

ათეული წლებია, რაც ჩემი საქმიანობა უწყვეტად არის დაკავშირებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. თსუ-ში მივიღე განათლება და დღემდე ვაგრძელებ პედაგოგიურ საქმიანობას. მინდა, ყველა ჩემს სტუდენტს გამორჩეულად მივულოცო დღევანდელი დღე და კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ მათ ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს, როდესაც განათლების მიღება სწორად თსუ-ში გადაწყვიტეს.

1918 წლიდან ამ დღეს აღინიშნება დავით აღმაშენებლის ხსენების დღე. თსუ-ს იუბილესთან ერთად, გილოცავთ დავითობას!“, -  ნათქვამია ნარმანიას მისალოც განცხადებაში. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023