საზოგადოება
17/03/2023

დავით ნარმანია მომხმარებელთა უფლებების დაცვის კვირეულის დახურვის ღონისძიებაზე სიტყვით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანია ქ. ბათუმში მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო კვირეულის დახურვის ღონისძიებაზე სიტყვით წარდგა. კვირეულის დახურვის ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის,  ქ.ბათუმის მერიის, მომხმარებელთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. კონფერენციაზე სიტყვით წარდგნენ ასევე, კონკურენციის სააგენტოს, კომუნიკაციების კომისიის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები.

ღონისძიებაზე იმსჯელეს საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვისა შესახებ, განიხილეს რეგიონებში არსებული მდგომარეობა, გამოწვევები და მათ გადაჭრის გზები. უწყებების წარმომადგენლებმა ღონისძიების მონაწილეებს გააცნეს მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებული პროექტები.

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და სემეკის, კონკურენციის სააგენტოს, კომუნიკაციების კომისიის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, 13-17 მარტს საქართველოში მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველი საერთაშორისო კვირეული გაიმართა. კვირეულის ფარგლებში  მარეგულირებელმა უწყებებმა სექტორულად მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებული რეფორმები, მიღებული შედეგები, არსებული გამოწვევები, აღსრულების მექანიზმები, მომხმარებელთა ინფორმირების კამპანიების ეფექტიანობა და საერთაშორისო გამოცდილება განიხილეს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023