საზოგადოება
16/09/2020

ბოტანიკურ ბაღს 2021-2030 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმა ექნება

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დასამტკიცებლად წარმოდგენილია საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის 2021-2030 წლების სტრატეგიული და ლანდშაფტის განვითარების გეგმა.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული დოკუმენტის დამტკიცება ეროვნული ბაღის სწორად განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

„მთავრობის სხდომაზე საქართველოს ეროვნულ ბოტანიკური ბაღის 2021-2030 წლების სტარატეგიული გეგმის დამტკიცება მოხდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ლანდშაფტის განვითარების გეგმა წარმოადგენს ბოტანიკური ბაღის ინფრასტრუქტურისა და კოლექციების სივრცითი განვითარების კონცეპტუალურ დოკუმენტს. ლანდშაფტის გეგმა ეფუძნება ბაღის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვის პრინციპებს და ამავდროულად, ბოტანიკურ ბაღს აძლევს ახალ შესაძლებლობას თანამედროვე გამოწვევებს ღირსეულად უპასუხოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც დოკუმენტის მომზადებაში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის, ბრიტანულ კომპანია Chris Blandford Associates-ს.

„მსგავსი დოკუმენტი აქამდე არ დამტკიცებულა, ეს პირველად ხდება. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით  და მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო დოკუმენტის მომზადებაში. აქტიურად  გვეხმარებოდა ბრიტანული კომპანია Chris Blandford Associates (CBA), რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ასეთ დოკუმენტებზე მუშაობის. ზოგადად, ბოტანიკური ბაღის მნიშვნელობა ყველამ ძალიან კარგად ვიცით და მისი სწორად განვითარება ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. 

 

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023