საზოგადოება
15/05/2023

ბიბლიოთეკები საოკუპაციო ხაზთან - საქართველოს ფოსტისა და ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტი

საქართველოს ფოსტასა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს საოკუპაციო ხაზთან არსებულ სოფლებში ბიბლიოთეკების მოწყობას.

აღნიშნული პროექტი მიიღებს პერმანენტულ ხასიათს და გაგრძელდება ერთი წელი. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა უზრუნველყოფს წიგნების თემატურად შერჩევას, ხოლო საქართველოს ფოსტა შეძენასა და მიწოდებას. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ფოსტა აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მატარებელ აქტივობებში.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023