საზოგადოება
17/09/2021

ბათუმს განაშენიანების გენგეგმა წელიწად ნახევარში ექნება

ბათუმის განაშენიანების გენერალური გეგმა მზად დაახლოებით წელიწად ნახევარში იქნება. ამ დროისთვის ქალაქში გენგეგმის შედგენის პირველი ეტაპი მიმდინარეობს, რომელიც ადგილზე კვლევების ჩატარებას გულისხმობს. ამ ეტაპის ხანგრძლივობა დაახლოებით 6 თვეა, რის შემდეგაც ზღვისპირა ქალაქის განაშენიანების გეგმა დაისახება.

„ინტენსიურად ვმუშაობთ ქალაქ გეგმარებით დოკუმენტაციაზე, რომელიც მათ შორის, ბათუმის გენგეგმის შემუშავებას გულისხმობს. ჩვენი საქმიანობა 1 წლიანია, თუმცა აქ რევიზიის პერიოდებიც არის და სამუშაო პერიოდი შეიძლება 1.5 წელიც გაგრძელდეს. მოგეხსენებათ, ბათუმში საკმაოდ რთული პროცესებია. ქაოტურ და უსისტემო განაშენიანებას აქვს ადგილი და კიდევ უფრო რთულდება ამოცანა. ახლა კვლევის ეტაპზე ვართ და გამოჩნდება ის ცხელი წერტილები და შეუსაბამობები, რაც ბათუმის შემთხვევაში არსებობს. შემდეგ ამას გავაანალიზებთ და გადაწყვეტილებებში, ხედვასა და კონცეფციაში ავსახავთ. ამის მერე შევიმუშავებთ იმ ძირითად გეგმას, რომელიც ტექნიკური დავალებით არის განსაზღვრული“, - განაცხადა „ბიზნესპარტნიორთან“ ბათუმის გენგეგმის ავტორი „სითი ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, მამუკა სალუქვაძემ.

ბათუმში კვლევები რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს. მათ შორის, საინჟინრო ინფრასტრუქტურის, კულტურული მემკვიდრეობის, ეკოლოგიისა და ტრანსპორტის მიმართულებით.

„უკვე გვქონდა შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ვფიქრობ, წითელი ხაზივით უნდა გაჰყვეს პროექტს საჯაროობა. სწორედ ეს იქნება პროექტის წარმატების ერთ-ერთი გარანტია. შევეცდებით, ყველა ადამიანს მივაწოდოთ ინფორმაცია. დიდი დაინტერესება იყო აჭარაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისგან. სახელმწიფო სტრუქტურებიც ძალიან აქტიურად არიან ჩართულები. ვფიქრობ, ერთობლივად ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი დოკუმენტის მიღება შეგვიძლია“,- აღნიშნა სალუქვაძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023