საზოგადოება
24/04/2023

ავტოსადგურები უნდა იყოს თანამედროვე - პრემიერი მგზავრთა გადაყვანის მიმართულებით ცვლილებებს აანონსებს

პირველ რიგში ავტოსადგურები უნდა იყოს თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, ასევე მგზავრთა გადაყვანა უნდა იყოს კომფორტული და უსაფრთხო პირველ რიგში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, მთავრობა ძალიან მალე საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს პარლამენტს, რომ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ დარეგულირდეს.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი რაც მინდოდა მეცნობებინა თქვენთვის – ეკონომიკურ საბჭოზე ჩვენ განვიხილეთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა და ინიციატივა, რომელიც უკავშირდება მგზავრთა გადაყვანას ჩვენი მოქალაქეების და არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების, ტურისტების, ვიზიტორების და ასე შემდეგ.

მოგეხსენებათ, რომ ქვეყნის შიგნით საავტომობილო, სამგზავრო გადაყვანა და ეს სფერო ზოგადად საჭიროებს მოწესრიგებას, ძალიან დიდი პრობლემები არსებობს იგივე თუნდაც ავტოსადგურებში მდგომარეობა არ არის ნამდვილად სახარბიელო, იქ არის ანტისანიტარია, მინიმალური მოთხოვნები, სტანდარტები არ არის დაკმაყოფილებული, ასევე ეს უკავშირდება, რა თქმა უნდა, მოძრაობის და უსაფრთხოების წესებს. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით საჭიროებს სახელმწიფოს ჩართულობას და ჩარევას.

ამიტომ, ჩვენ შევიმუშავეთ კონკრეტული ღონისძიებები, რომლებიც ეკონომიკის სამინისტრომ მოამზადა, ჩვენ ძალიან მალე საკანონმდებლო ინიციატივით მივმართავთ პარლამენტს, რომ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ დარეგულირდეს.

ავტოსადგურები უნდა იყოს თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, ასევე მგზავრთა გადაყვანა უნდა იყოს კომფორტული და უსაფრთხო პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ კომპანიებს და ფიზიკურ პირებსაც მივცემთ გონივრულ ვადას, პერიოდს, იმისთვის რომ გამოასწორონ ეს პრობლემა და მე ვფიქრობ რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის გაცილებით უფრო კომფორტული და უსაფრთხო გახდება მათი მგზავრობა ქვეყნის შიგნით“, – განაცხადა პრემიერმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023